weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ევროკავშირი პირველად აწესებს სანქციებს პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ

00:14 შაბათი, 26 თებერვალი 2022
ფოტოზე - ჯოზეფ ბორელი ფოტოზე - ჯოზეფ ბორელი

უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინისა და ლავროვის აქტივები ევროპაში გაიყინება. თუმცა, მათ არ შეეხებათ მოგზაურობის აკრძალვა.

სანქციების დაწესების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

„დღეს ჩვენ სანქციების სიაში შევიყვანეთ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლავროვი.

რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ის იზოლირებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – განაცხადა ბორელმა პარიზში, 27 ქვეყნის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ევროპაში აქტივები პუტინსა და ლავროვს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამის ცოდნა მისი მოვალეობა არ არის და არის ხალხი, რომელიც ამ საკითხს მიხედავს.

აქამდე ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ლიდერებს შორის მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იყვნენ.

უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის სანქციების მესამე ტალღა რუს ოლიგარქებს შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]