weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანადაში ალკოჰოლის მაღაზიები რუსული სასმელების გაყიდვაზე უარს ამბობენ

11:08 შაბათი, 26 თებერვალი 2022
ფოტო © REUTERS ფოტო © REUTERS

კანადაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები თაროებიდან იღებენ რუსულ არაყს (ე.წ. ვოდკას) და სხვა რუსულ ალკოჰოლურ სასმელებს, რითიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

ონტარიოს ალკოჰოლური სასმელების კონტროლის საბჭოს დაევალა, უკან გაიწვიოს რუსული ნაწარმი, მათ შორის, ე.წ. ვოდკა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი კანადელებს შორის. იგივე ხდება მანიტობას და ნიუფაუნდლენდის პროვინციებშიც.

ამასთან, ონტარიოში, რომელიც კანადის ყველაზე დასახლებული პროვინციაა, 679 მაღაზია შეწყვეტს რუსეთში წარმოებული ყველა პროდუტის გაყიდვას. 

ონტარიოს ფინანსთა მინისტრმა, პიტერ ბეტლენფალვმა თქვა, რომ მხარს უჭერს ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. მისივე თქმით, ონტარიო ყოველთვის იქნება ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]