weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქ ვარ, იარაღს არ დავყრით და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას – ზელენსკი

11:51 შაბათი, 26 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ შაბათ დილით ვიდეო გაავრცელა და უკრაინელებს უთხრა, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას, თითქოს, ჯარს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს და კიევში ევაკუაცია მიმდინარეობს.

„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ახლა ქსელში ბევრი ყალბი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს ჯარს მოვუწოდებ იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. ესე იგი: მე აქ ვარ, ჩვენ არანაირ იარაღს არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა.

ჩვენი სიმართლე არის იმაში, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი შვილები არიან. ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ“, – ამბობს ზელენსკი ვიდეოში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის გადაღებული. 

რამდენიმე საათის წინ გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების მთავრობა მზად არის კიევიდან უკრაინის მთავრობას ზელენსკის უფრო უსაფრთხო ადგილზე გაყვანაში დახმარება აღმოუჩინოს, რათა ის რუსეთის ძალებმა არ დააკავონ და არ მოკლან, თუმცა, პრეზიდენტი ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, 26 თებერვლის დილის მდგომარეობით, მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცი, დაახლოებით 200 კი ტყვედ არის აყვანილი. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]