„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ახლა ქსელში ბევრი ყალბი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს ჯარს მოვუწოდებ იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. ესე იგი: მე აქ ვარ, ჩვენ არანაირ იარაღს არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა.
ჩვენი სიმართლე არის იმაში, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი შვილები არიან. ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ“, – ამბობს ზელენსკი ვიდეოში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის გადაღებული.
რამდენიმე საათის წინ გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების მთავრობა მზად არის კიევიდან უკრაინის მთავრობას ზელენსკის უფრო უსაფრთხო ადგილზე გაყვანაში დახმარება აღმოუჩინოს, რათა ის რუსეთის ძალებმა არ დააკავონ და არ მოკლან, თუმცა, პრეზიდენტი ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, 26 თებერვლის დილის მდგომარეობით, მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცი, დაახლოებით 200 კი ტყვედ არის აყვანილი.