weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კიევში რუსული ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა 

12:58 შაბათი, 26 თებერვალი 2022

უკრაინის დედაქალაქში, ჟულიანის აეროპორტთან ახლოს მდებარე გამზირზე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი მოხვდა. შემთხვევა დილით, 08:15 საათზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია კი ზუსტდება.

განცხადება გაკეთდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ თქვა, აბსოლუტურად ყალბია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები, რომ არასდროს აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რომ უკრაინელები ქალებისა და ბავშვებს იყენებენ ცოცხალ ფარად.

„რუსები უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელ სახლებს რაკეტებს ესვრიან. დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალებისა და სამხედროების მიერ დაზიანებული იქნა 40 სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი“, – თქვა დენისენკომ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, კიევმა კიდევ ერთი ღამე გაატარა რუსული რაკეტების შეტევის ქვეშ, რომელთაგან ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, სრულ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და შეაჩეროს „რუსი ომის დამნაშავეები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]