weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაიღუპა 198 ადამიანი, რომელთაგან 3 ბავშვია – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

13:37 შაბათი, 26 თებერვალი 2022

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, რომელთაგან 3 ბავშვია. გარდა ამისა, დაიჭრა 1155 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი. 

ლიაშკო Facebook-ზე წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებული ომის განმავლობაში, აფეთქებებისა და სროლის ქვეშ, ახლად დაბადებული უკრაინელების ხმაც ისმის.

„გუშინ, ხერსონში, სროლების ქვეშ, ერთ-ერთ თავშესაფარში ორი ბიჭი დაიბადა. ორი ახალი სიცოცხლე, რომელთაც გენეტიკურ კოდში უკვე აქვთ ომი. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ“, – წერს ჯანდაცვის მინისტრი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ 26 თებერვლის დილის მდგომარეობით, მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცი, დაახლოებით 200 კი ტყვედ ჰყავთ აყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]