weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იტალია მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას – ზელენსკი

13:50 შაბათი, 26 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მხარს უჭერს რუსეთის გათიშვას საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემიდან.

„ეს ჩვენი ქვეყნების ისტორიის ახალი ფურცლის დასაწყისია. მარიო დრაგმა სატელეფონო საუბრის დროს მხარი დაუჭერა რუსეთის გათიშვას SWIFT-დან და თავდაცვითი დახმარების გაწევას. უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – წერს Twitter-ზე ზელენსკი.

მანამდე განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, SWIFT-დან რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას კვიპროსი არ დაბლოკავს. 

„უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24/7-ზე მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღწევად და უკრაინის რუსი დამპყრობლებისგან დასაცავად“, – აცხადებს დმიტრო კულება.

SWIFT ინფორმაციის გაცვლის დაცული სისტემაა, რაც ხელს უწყობს სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს და მნიშვნელოვანი ხელსაწყოა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნები შეთანხმდებიან და რუსეთს ამ სისტემაზე წვდომას შეუზღუდავენ, რუსულ კომპანიებს ბიზნესის კეთება უფრო გაუჭირდებათ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები დააწესეს, თუმცა არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე, რასაც უკრაინა ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]