weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მედვედევის თქმით, სანქციების მიუხედავად უკრაინაში „ოპერაცია“ გაგრძელდება

15:44 შაბათი, 26 თებერვალი 2022

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ირონიულად აფასებს დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და მათ საოცარ პაკეტებს უწოდებს. 

მედვედევის თქმით, სანქციები არაფერს შეცვლის, მათ შორის „დონბასის დასაცავად სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილებასაც. 

„ოპერაცია ჩატარდება სრული მოცულობით, ყველა იმ შედეგის მიღწევამდე, რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა, არც მეტი არც ნაკლები, სხვათა შორის, როგორც მოხდა მსგავს სიტუაციაში 2008 წელს“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, ყველა ჭკვიანი ადამიანისთვის ნათელია, რომ სანქციები მითია.

„ჩემთვის ძალიან სულერთია ეს ფართოდ გარეკლამირებული შეზღუდვები საზღვარგარეთ. რუსეთის მოქალაქე ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია. სანქციები კი მიიღება აშკარა მიზეზის გამო - პოლიტიკური იმპოტენციის გამო, რომელიც გაჩნდა რუსეთის კურსის შეცვლის უუნარობის ნიადაგზე და კიდევ, სამარცხვინო გადაწყვეტიებების, როგორიც იყო ავღანეთიდან გაქცევა, გამართლების მიზნით“, – ამბობს დიმიტრი მედვედევი.

უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები მიიღეს. სანქციები დაუწესდათ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებსაც და თავად ვლადიმერ პუტინსაც. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციები დარტყმას მიაყენებს პუტინის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებს. 

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც პუტინი აცხადებს, ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]