weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად თემურ მახაური, იგივე „ზონა“ დაიღუპა

22:52 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, მეტსახელად „ზონა“ დაიღუპა. მახაური ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო, რომელიც დონბასში საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს იბრძოდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ავტომობილში ბავშვიც იყო, საჭეს კი ქალი მართავდა. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ქალის გადარჩენას ცდილობენ.

რადიო „თავისუფლება“ თემურ მახაურის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ ის ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში მონაწილეობდა, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მას „პირად მტერს“ უწოდებდა.

მიმდინარე წელს თემურ მახაური კიევში იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

2012 წელს ის თურქეთში ჩეჩენი ოპოზიციონერების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და 2016 წელს ციხიდან გამოუშვეს.

თემურ მახაური ასევე ცნობილია როგორც რუსლან პაპასკირი და ალი დაბუევი.

შეგახსენებთ, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად „ზონას“ სახელი, 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც გაჟღერდა. არსებული ინფორმაციით, ის ჩართული იყო უცხო ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოყვანასა და გაწვრთნაში, რომლებსაც შემდეგ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფში აწევრიანებდნენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]