weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლონეთი უკრაინის EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას მხარს უჭერს

19:17 შაბათი, 26 თებერვალი 2022

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებას. 

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას. დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და მაშინვე დაიწყოს მოლაპარაკებები წევრებთან. უკრაინამ ასევე უნდა მიიღოს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე რეკონსტრუქციისთვის. ეს უკრაინას ეკუთვნის“, – დაწერა Twitter-ზე ანჯეი დუდამ.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი, ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს მრავალწლიანი დისკუსია და ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე გადაწყვეილება მიიღოს. ზელენსკიმ ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან სატელეფონი საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განიხილეს შემდგომი ეფექტური დახმარების საკითხი და ისაუბრეს თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]