weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში „ყველა მიმართულებით“ შეტევის ბრძანება გასცა

22:32 შაბათი, 26 თებერვალი 2022

რუსეთს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ უკრაინაში სამხედრო შეტევა „ყველა მიმართულებით განავითარონ“. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა ამ ბრძანებს გაცემა დაასაბუთა იმით, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე.

„მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებებს პროცესზე, დღეს ყველა ქვედანაყოფს მიეცა ბრძანება შეტევის ყველა მიმართულებით განვითარების შესახებ - ოპერაციის გეგმის შესაბამისად“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

უკრაინის ხელისუფლება უარყოფს მოსკოვს მიერ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კრემლი სიცრუეში დაადანაშაულა.

„მათი კომენტარი იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენ უარი ვთქვით მოლაპარაკებებზე მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. კრემლმა განცხადა, რომ 25-26 თებერვლის ღამით შეტევა შეაჩერა მოსალოდნელი მოლაპარაკებების გამო. მიხაილო პოდოლიაკი ამ ინფორმაციასაც უარყოფს: „ბრძოლა იყო სასტიკი, მაქსიმალური ინტენსივობით. სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად არ იღებს უკრაინისთვის მიუღებელ პირობებსა და ულტიმატუმებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]