მოსახლეობისადმი მიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ძალებს უკრაინელები ღირსეულ პასუხს აძლევენ.
„მინდა მხოლოდ ერთი რა გითხრათ: ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როდესაც სროლები მიმდინარეობს, მაშინ მტერს არ აქვს არანაირი შანსი ამ უდავოდ სახალხო ომში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.