weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოკავშირეებმა, სანქციების ფარგლებში, რუსული ბანკებს SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა დააანონსეს

10:57 კვირა, 27 თებერვალი 2022

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და აშშ შეთანხმდნენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ ზოგიერთ რუსულ ბანკს. მათი განცხადებით, ეს უზრუნველყოფს ამ ბანკებს გამორთვას საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან და დააზიანებს გლობალურად მათი მუშაობის შესაძლებლობას.

SWIFT-მა განაცხადა, რომ მზად არიან დააწესონ შეზღუდვები რუსული ბანკების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მოკავშირე სახელმწიფოებისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

„ყველა რუსული ბანკი, რომელიც უკვე მოხვდა საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა რუსული ბანკებიც, გაითიშებიან SWIFT-დან“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა.

ამასთან, დასავლეთის სახელმწიფოები აპირებენ მოახდინონ რუსეთის ცენტრალური ბანკის „აქტივების პარალიზება“ და იმუშავებენ, რომ რუსმა ოლიგარქებმა ბაზრებზე თავიანთი ქონების გამოყენება ვერ შეძლონ.

გარდა ამისა, დასავლეთი გააუქმებს ე.წ. ოქროს პასპორტების პროგრამას, რომლითაც რუსეთის მდიდარი მოქალაქეები დასავლეთის ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას ინვესტიციის სანაცვლოდ იღებდნენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მის წინააღმდეგ ახალი სანქციები წესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]