„ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს რუსი ოკუპანეტების მიმართ წინააღმდეგობას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს სახელმწიფოში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანებას. ეს იქნება თქვენი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ უკრაინელებს აქვთ ვაჟკაცობა დაიცვან თავიანთი სამშობლო, „თუმცა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ“.
„ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია ჩამოვიდეს და მხარი დაუჭიროს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინის არმია წარმატებით იგერიებს რუსეთის თავდასხმებს. ბოლო ინფორმაციით, აგრესორმა წუხელ ვერ შეძლო კიევის ბლოკირება და დედაქალაქს უკრაინის არმია და ტერიტორიული თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. დილით ცნობილი გახდა, რომ რუსი სამხედროები ქალაქ ხარკოვში შეიჭრნენ. გარდა ამისა, მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ხერსონის ოლქის ქალაქი ახალი კახოვკა