weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პუტინმა შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანა ბრძანა

19:38 კვირა, 27 თებერვალი 2022

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანა ბრძანა. BBC-ის თანახმად, ეს ბირთვულ იარაღსაც ეხება.

„ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს ეკონომიკურ სფეროში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ვგულისხმობ არალეგიტიმურ სანქციებს, რომლის შესახებაც ყველამ იცის, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული განცხადებების გაკეთების ნებასაც აძლევენ თავს. ამიტომ, ვბრძანებ მოხდეს რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სტრატეგიული შემაკავებელი ძალები არის „რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძალის საფუძველი, რომელიც შექმნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად, ასევე ომში აგრესორის დამარცხებისთვის სხვადასხვა ტიპის - მათ შორის ბირთვული - იარაღის გამოყენებით“.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც პუტინი აცხადებს, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც მოსკოვმა დონბასის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერების დასახმარებლად დაიწყო და მიზნად ისახავს უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]