weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

EU-მა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა – აკრძალვა ეხება ოლიგარქებსაც

22:47 კვირა, 27 თებერვალი 2022

ევროკავშირი სანქციებს ამკაცრებს და საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა - მათ შორის, რუსი ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებისთვის კეტავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და უკრაინელები მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, ევროკავშირი კიდევ აძლიერებს უკრაინისადმი მხარდაჭერას და აგრესორის – პუტინის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსებისთვის. აკრძალვა ვრცელდება რუსების საკუთრებაში არსებულ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ყველა თვითმფრინავზე.

ეს თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას. ეს ეხება ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელსაც ფლობს, ჩარტერული ან სხვაგვარად კონტროლდება რუსული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ.

ნება მომეცით ვიყო ძალიან მკაფიო: ჩვენი საჰაერო სივრცე დაკეტილი იქნება ყველა რუსული თვითმფრინავისთვის - და ეს მოიცავს ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, თვითმფრინავების რუსული ოპერატორებისთვის კანადამ თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]