weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ მინდა ბელარუსიდან რაკეტები და ჯარები მოდიოდნენ, ლუკაშენკომ ამაში დამარწმუნა – ზელენსკი

00:38 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომ ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე არც რაკეტებს გაუშვებენ და არც ჯარები შევლენ.

ვლადიმერ პუტინის მჭიდრო მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 27 თებერვალს შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 28 თებერვალს შეხვდებიან.  

„ორი წელია არ გვისაუბრია, დღეს კი ველაპარაკეთ დიდხანს და ძალიან საგნობრივად. მე მას დეტალურად ავუხსენი ჩვენი შეტაკების შეუძლებლობა. მე არ მინდა, რომ უკრაინაში ბელარუსიდან მოფრინავდნენ რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები. არ მინდა, რომ უკრაინაში ბელარუსიდან მოდიოდნენ ჯარები და მე მან ამაში დამარწმუნა.

ჩემი, როგორც პრეზიდენტის ამოცანა ჩვენი სახელმწიფოს დაცვაა და ამ რთულ დღეებში ნახეთ, როგორ ვასრულებთ ამ ამოცანას.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მომართა, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს მდინარე პრიპიატზე შეხვდეს. ხაზს ვუსვამ: ყოველგვარი პირობის გარეშე.

გულწრფელად გეტყვით: როგორც ყოველთვის დიდად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგი, მაგრამ სცადონ, რათა მომავალში უკრაინის არცერთს მოქალაქეს არ ეპარებოდეს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტმა, არ ვცადე ომის შეჩერება მაშინ, როდესაც ამის პატარა, მაგრამ მაინც შანსი იყო.

და სანამ ჩვენი ბიჭები იქ არიან, პრეზიდენტი აქ არის, ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერი აქ არის, ჯარი აქ არის. ჩვენ ყველა დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს საზღვრებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მოლაპარაკებების მინსკში გამართვაზე, რადგან ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართ „აგრესიული ქმედებები“ ხორციელდება და „რაკეტები არ დაფრინავენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]