weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზელენსკის მოსაკლავად ვაგნერის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი კიევში გაგზავნეს – The Times

11:19 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

კრემლის დავალებით კიევში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს და მათი ამოცანა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლაა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში დაფუძნებული დაქირავებულ სამხედროთა ჯგუფის სამიზნე უკრაინის მთავრობის წევრებიც არიან, რათა კრემლმა სიტუაციაზე კონტროლის მოპოვება შეძლოს. 

The Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გუშინ, 26 თებერვალის დილით შეიტყო, რის შემდეგაც, კიევის დივერსანტებისგან გასაწმენდად, ე.წ. კომენდანტის საათი გამკაცრდა. ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ვინც რეჟიმს დაარღვევს, კრემლის აგენტებად ჩაითვლებიან და ლიკვიდაციის რისკის ქვეშ დადგებიან.

The Times-ის ცნობით, „ვაგნერის ჯგუფმა“ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის ლიკვიდაციისთვის დაქირავებული ჯარისკაცები ხუთის კვირის წინ აფრიკიდან გაგზავნა.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იანვარში უკრაინაში სულ 2000-დან 4000-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩავიდა, თუმცა სხვადასხვა მისიით. მათი ნაწილი სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკში გაგზავნეს, 400-ზე მეტ დაქირავებული კი ქვეყანაში ბელარუსიდან შევიდა და მათი ამოცანა ზელენსკის მოკვლაა.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]