BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებდამდე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ შეხვედრის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას დაიცავენ. მაკეის თქმით, პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება ყველა კრიზისული საკითხის გადაჭრა.
უკრაინის დელეგაციაში პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი არიან.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმუირ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და დუმის წევრი ლეონიდ სლუცკი.
მოლაპარაკებების დაწყებამდე დავით არახამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები წავა ან სწორი, უკრაინის მიმართულებით, ან „რუსული ხომალდის მსგავსად“.