შვეიცარიაში ლავროვის ვიზიტი პირველ მარტს იყო დაგეგმილი. ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 49-ე სესიაზე უნდა გამოსულიყო. ჟენევაში რუსეთის წარმომადგენლობამ მათი თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას უპრეცედენტო შეზღუდვა და ანტირუსული სანქცია უწოდა.
გუშინ, 27 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ეს გავრცელდება რუსების საკუთრებაში არსებულ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ყველა თვითმფრინავზე.