weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხარკოვში დაბომბვისას დაშავებული 31 ადამიანიდან ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

18:54 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ბოლო მასობრივი დაბომბვის შედეგად 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი გარდაიცვალა ამის შესახებ ინფრომაციას ხარკოვის საქალაქო საბჭო ავრცელებს. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ Facebook-ზე ვიდეო გააზიარა და განაცხადა, რომ მასობრივი დაბომბვა „გრადებით“ მოხდა.

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელობამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შუადღის 3 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს და მოუწოდა მათ, ამ პერიოდის განმავლობაში სამალავებსა და თავშესაფრებში დარჩნენ, რადგან მაღალია დაბომბვისა და დივერსიების ალბათობა. 

ხარკოვის საქალაქო საბჭოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ხარკოვის საავადმყოფოში 44 დაჭრილი მიიყვანეს, რომელთაგან 20 სამხედრო პირი იყო. 2 სამხედრო და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]