weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე ტერორის აქტია – ზელენსკი

17:51 სამშაბათი, 01 მარტი 2022
კადრები ვიდეოდან კადრები ვიდეოდან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე განხორიციელებული სარაკეტო დარტყმა ტერორის აქტია და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოს წარმოადგენს. 

„ხარკოვი. ფრთოსანი რაკეტის დარტყმა ევროპის ყველაზე დიდ მოედანზე - თავისუფლების მოედანზე. ათობით მსხვერპლია. აი, ასეთია თავისუფლების ფასი.

ეს არის ტერორი ქალაქის წინააღმდეგ და ტეორი უკრაინის წინააღმდეგ. მოედანზე არ იყო სამხედრო სამიზნე, ისევე როგორც ხარკოვის იმ საცხოვრებელ უბნებში, სადაც სარაკეტო არტილერიიდან ისვრიან.

რაკეტა ცენტრალურ მოედანზე ღია ტერორია. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს. ხარკოვზე დარტყმა ომის დანაშაულია. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტერორიზმი. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგის დროს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 1-ელ მარტს, დილის საათებში რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე, სადაც სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები, თეატრი და საცხოვრებელი სახლებია, აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო Unian-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]