„ხარკოვი. ფრთოსანი რაკეტის დარტყმა ევროპის ყველაზე დიდ მოედანზე - თავისუფლების მოედანზე. ათობით მსხვერპლია. აი, ასეთია თავისუფლების ფასი.
ეს არის ტერორი ქალაქის წინააღმდეგ და ტეორი უკრაინის წინააღმდეგ. მოედანზე არ იყო სამხედრო სამიზნე, ისევე როგორც ხარკოვის იმ საცხოვრებელ უბნებში, სადაც სარაკეტო არტილერიიდან ისვრიან.
რაკეტა ცენტრალურ მოედანზე ღია ტერორია. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს. ხარკოვზე დარტყმა ომის დანაშაულია. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტერორიზმი. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგის დროს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 1-ელ მარტს, დილის საათებში რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე, სადაც სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები, თეატრი და საცხოვრებელი სახლებია, აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო Unian-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.