weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პუტინი ცდებოდა, ჩვენ მზად ვიყავით – ბაიდენი

10:53 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ როდესაც დიქტატორები პასუხს არ აგებენ აგრესიისთვის, უფრო მეტ ქაოსს იწვევენ, ისინი აგრძელებენ იმას, რაც დაიწყეს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო თავდასხმა უკრაინაზე წინასწარ დაგეგმილი და არაფრით პროვოცირებული იყო.

„მან უარყო დიპლომატია. იფიქრა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ, რომ შეძლებდა ჩვენს გახლეჩვას. პუტინი ცდებოდა, ჩვენ მზად ვიყავით. 

მოკავშირეებთან ერთად, ვაწესებთ ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს და ვწყვეტთ რუსეთის უმსხვილეს ბანკებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემას. ჩვენ ვახშობთ რუსეთის ხელმისაწვდომობას ტექნოლოგიაზე, რომელიც შეასუსტებს მის ეკონომიკურ სიძლიერეს და დაასუსტებს მის არმიას მომავალი წლების განმავლობაში.

მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში - სამხედრო დახმარება, ეკონომიკური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინას 1 მილიარდ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას ვუწევთ.

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან რუსულ ძალებთან კონფლიქტში უკრაინაში. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ნატოს მოკავშირეების დასაცავად - იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს დასავლეთისკენ სვლას.

ამ მიზნით ჩვენ ამერიკული სახმელეთო ძალები, საჰაერო ესკადრილიები და გემები განვალაგეთ, რათა დავიცვათ ნატოს ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკვე ნათლად განვაცხადე, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ნატოს ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

მისივე თქმით, ახლა ევროპა და დასავლეთი უფრო ერთიანია:

„ჩვენ ვხედავთ ერთიანობას იმ ადამიანებში, რომლებიც იკრიბებიან ქალაქებში მთელ მსოფლიოში, თუნდაც რუსეთში, რათა გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინისადმი. დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში, ამ წუთამდე დემოკატია იმარჯვებს და მსოფლიო აშკარად ირჩევს მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარეს. ეს ნამდვილი გამოცდაა. ამას დრო დასჭირდება. ასე რომ, მოდით, გავაგრძელოთ რკინის ნების მქონე უკრაინელი ხალხით შთაგონება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]