weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ვიქტორ იუშენკომ პუტინსა და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა 

13:13 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც, მისი აზრით, არასდროს ჰქონია ვაჟკაცობა და ღირსება. გარდა ამისა, იუშენკოს თქმით, მისი მიმართვის ადრესატი კიდევ 140 მილიონი „ღვთისმოშიში ადამიანია“.

„დღეს უკრაინა ცეცხლშია და იწვის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. იღუპებიან ჩვენი შვილები, ქალები, კაცები და მსოფლიოს ყველაზე ღირსეული ჯარისკაცები.

ჩვენი მტერია მოსკოვური ხუნტა, რუსული ფაშისტური რეჟიმი და ეგრედ წოდებული „რუსული სამყარო“, რომელიც 7 დღის წინ შემოვიდა და ჩემი მშვიდობიანი ერისა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ საოკუპაციო ომი დაიწყო. 

ამ ყველაფერს უკრაინა არასოდეს გაპატიებთ! ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ თაობებში. დაწყევლილები ხართ!

თქვენ ხართ არა განმათავისუფლებლები, არამედ ჭირი ხართ, ჯალათები ხართ, რომლებსაც მოგაქვთ ტანჯვა წმინდა უკრაინულ მიწაზე და სიკვდილი ჩემი საყვარელი უკრაინელი ერსა და სახელმწიფოსთვის. დღეს მხოლოდ ნესტიან უკრაინულ მიწას შეუძლია თქვენი სიხარულით მიღება და სხვათა შორის, უკვე მეშვიდე დღეა, წარმატებით აკეთებს ამას!

ჩვენი მომავალი თქვენს გარეშე!

დარწმუნებული ვარ, რომ სასტიკი ადამიანური და ღვთაებრივი სამსჯავროს წინაშე აღმოჩნდებით. ჯოჯოხეთში დაიწვებით. ეს არის საუკეთესო და ყველაზე ღირსეული ადგილი თქვენი რეჟიმისთვის და მათთვის, ვისაც სურს ამ რეჟიმის ორკები იყნენ. და ღმერთმა ქნას, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

საკრალური კითხვა, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში იდებოდა და ტრიალებდა ე.წ. „დიადი და ურღვევი სსრკ-ს“ მოქალაქეთა თავებში, როგორც პროპაგანდისტული კლიშე, იყო კითხვა: „უნდათ თუ არა რუსებს ომები?“ დღევანდელი პასუხი რუსეთისთვის ამ რიტუალურ კითხვაზე ნათელი და მოკლეა - „უნდათ!“

„უნდათ“ და ამ აწარმოებენ ამ ომებს დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, ყირიმში, დონბასში... და ბოლო დროს მთიან ყარაბაღში.

თანამედროვე რუსული ომების ეს გეოგრაფია განეკუთვნება არა ევროპის სიახლოვეს, არამედ პირდაპირ ევროპულ ქვეყნებს. მაინტერესებს ვისთვის რეკენ ზარები დღეს?!

სხვათა შორის, დღევანდელი ომი 25-ე ომია, რომელსაც მოსკოვი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის, ეს არის საოკუპაციო და დამპყრობელი ომი.

და ახლა რაც შეეხება მთავარს: რუსებო (ისევ მივმართავ მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და ვისაც ჯერ კიდევ აქვს სინდისი), თქვენ ინარჩუნებთ და მხარს უჭერთ კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც მოქმედებს თქვენი სახელით. დღევანდელი დღის და მოვლენების თანამონაწილეები ხართ. ისწავლეთ ფიქრი. შემდეგ კი ლაპარაკი, ხოლო შემდეგ უბრალო ღვთის კაცის პასუხისმგებლობის ტარება, რომელიც უფალმა სინდისითა და პასუხისმგებლობით დააჯილდოვა და კეთილი საქმისთვის მოიყვანა ამქვეყნად.

ველოდებით, რომ თქვენი სინდისი გაიღვიებს და ხმამაღლა ლაპარაკს დაიწყებს. ეს თქვენი ვალდებულებაა. 

ადრესატს ვუსურვებ, დაასრულოს თავისი მანიაკალური სიგიჟე იმ ხერხით, რომელიც მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია! 

Иди на х*й!

დიდება უკრაინას!“, – წერს ვიქტორ იუშენკო.

ვიქტორ იუშენკოს უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობა 2005 - 2010 წლებში ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]