weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენერგოდარის მოსახლეობა და ატომური სადგურის თანამშრომლები რუსებს ქალაქში არ უშვებენ

15:48 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლებმა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქში შესვლის საშუალება არ მისცენ.

როგორც ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რუსმა სამხედროებმა მათთან მოლაპარაკება გამართეს და შესვლაზე უარის მიღების შემდეგ, უკან გაბრუნდნენ.

„ვაცნობეთ, რომ ელექტროსადგური და ქალაქი საიმედოდ არის დაცული. ადგილობრივები მათ ქალაქში ერთი ნაბიჯითაც არ შეუშვებენ. მათ მოგვისმინეს და წავიდნენ, რათა ხელმძღვანელობას მოახსენონ“, – განაცხადა ორლოვმა.

ენერგოდარის მერმა თქვა, რომ რუსეთის ჯარებთან შეხვედრა კიდევ მოუწევთ და ხალხს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ. 

„ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ძალების მობილიზება, ერთად ყოფნა, რათა მტერი არ შევიდეს ქალაქში, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია! მოვემზადოთ მეგობრებო! ველოდებით ინფორმაციას“, – განაცხადა დმიტრო ორლოვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]