weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

17:36 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022
დაბომბილი სახლი სოფელ ბოროდიანკაში /კიევის ოლქი დაბომბილი სახლი სოფელ ბოროდიანკაში /კიევის ოლქი

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

„ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ასობით ობიექტი, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 2000 უკრაინელი, თუ არ ჩავთვლით ჩვენს დამცველებს“, – ნათქვამია უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მათი ძირითადი ძალები მიმართულია ადამიანების გადარჩენაზე. 

„შევძელით 150-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა, 400-ზე მეტი ხანძრის ჩაქრობა და 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება. გავანეიტრალეთ 416 ფეთქებადსაშიში მოწყობილობა“, – აცხადებს უწყება. 

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]