weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გაეთრიე უკრაინიდან! მშვიდობა გვინდა! – უკრაინელი პენსიონერები პუტინს [Video]

21:03 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

უკრაინელი ებრაელი პენსიონერები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ, უკრაინიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

„მე მქვია ვალენტინა ივანოვა იოსების ასული. დავიბადე უკრაინაში. ომს 1941 წლის 22 ივნისს შევხვდი კიევში, დამომბვის ქვეშ. ბაბი იარში დაიღუპნენ ჩემი ნათესავები [ იგულისხმება ნაცისტების მიერ ებრაელების მასობრივი დახოცვა].

2022 წლის 24 თებერვალს ისევ ვხვდები კიევში, დაბომბვისა და სროლების ქვეშ.

პუტინო წაიყვანე შენი სამხედროები და გაეთრიე უკრაინიდან! ჩვენ მშვიდობა გვინდა!“, – ამბობს ვალენტინა ივანოვა.

„ჩემი ნათესავები ბაბი იარში დაიღუპნენ 1941 წელს. ახლა მე ვზივარ ბომბსაფარში და მეცემა მტრის ბომბები. პუტინო, გაეთრიე კიევიდან და უკრაინიდან“, – ამბობს 81 წლის ოლეგი, რომელიც ასევე კიევშია დაბადებული.

„ომამდე კიევში ვცხოვრობდი, მკვიდრი კიეველი ვარ. 1941 წელს ომი დაიწყო. დედის მხრიდან ყველა ჩემი ნათესავი, ებრაელები, წაიყვანეს ბაბი იარში. ყველა იქ დაიღუპნენ. დღეს ომს მეც კიევში ვხვდები, მაგრამ უკვე სხვა საუკუნეა, საშინელი... პუტინო, რომ მოკვდე! თავი დაგვანებე, რომ აღარც დაგინახოთ და გისმინოთ! ვინ ხარ, რა ხარ...“, – ამბობს 83 წლის თამარა.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას, თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც პუტინი აცხადებს, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერების დასახმარებლად დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც ებრაელი წინაპრები ჰყავს, დონბასში მცხოვრები რუსების გენოციდსა და ნაციზმში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, ე.წ. ოპერაცია უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და „დენაციფიკაციას“ ისახავს მიზნად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]