weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო უკრაინაში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე

11:52 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022
ფოტოზე - პროკურორი კარიმ ხანი ფოტოზე - პროკურორი კარიმ ხანი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში დაიწყო გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე. ამის შესახებ პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰააგის სასამართლოს 39-მა წევრმა ქვეყანამ მიმართა. კარიმ ხანის ინფორმაციით, ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

„მუშაობა მტკიცებულებების შეგროვების მიზნით დაწყებულია. უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლისას, ჩემმა უწყებამ უკვე იპოვა დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები ჩადენილი იქნა; გამოვლინდა პოტენციური საქმეები, რომლებიც დასაშვები იქნებოდა სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა.

კარიმ ხანმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.

ამ საკითხზე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ჰააგის სასამართლოს 37 პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად მიმართა. 

„რუსეთი უკრაინაში, თავისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრისას, ძალას იყენებს განურჩევლად უდანაშაულო სამოქალაქო პირების მიმართ. პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს“, – დაწერა ლიზ ტრასმა Twitter-ზე.

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, ისევე როგორც უკრაინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]