weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის 3-დან 15 წლამდე დააპატიმრებენ

15:54 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

რუსეთის დუმის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აშკარად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთვის. 

სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ასეთი ქმედება დაისჯება 1.5 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ან მატერიალური გამორჩენის მოტივების არსებობის შემთხვევაში ჯარიმა 5 მილიონ ლარამდე გაიზრდება, ხოლო პატიმრობის ვადა კი 5-დან 10 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ თუ ყალბი ამბების გავრცელება სერიოზულ ზიანს გამოიწვევს, დამნაშავედ ცნობილ პირს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

გარდა ამისა, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია მეორე მოსმენით იქნეს მიღებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის, იურიდიული ან ფიზიკური პირების წინააღმდეგ საგარეო სანქციების დაწესების მოწოდებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

28 თებერვალს, დუმის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „სპეციალური სამხედრო და სხვა ოპერაციების დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, აგრეთვე სხვა ფორმირებების მიზნების, როლისა და ამოცანების დამახინჯებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]