„დემილიტარიზაცია, რომელიც ითვალისწინებს იმ შეიარაღების ინფრასტრუქტურის განადგურებას, რომელიც გვემუქრება, ბოლომდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს მოვაწერთ სამშვიდობო შეთანხმებას, ის ასეთ პუნქტს უნდა შეიცავდეს.
ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, მაგრამ ოპერაციას გავაგრძელებთ, რადგან არ შეგვიძლია უკრაინაში დავტოვოთ ინფრასტრუქტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მედიასთან.
ლავროვის თქმით, „ოპერაციის“ შესახებ შეფასებების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელსაც გარკვეული მიზნები აქვს: უკრაინის დემილიტარიზაცია – იქ ისეთი შეიარაღების არ დაშვება, რომელიც შეძლება ოდესმე დაემუქროს რუსეთს; უკრაინის დენაციფიკაცია – რადგან ნიურნბერგის ტრიბუნალის განაჩენი არავის გააუქმებია და რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში ე.წ. ოპერაცია იმის გამო დაიწყეს, რომ მოსკოვს ატყუებდნენ: „ჩვენ არ მივდივართ 10 000 კილომეტრის იქით ჩვენი წესებით წესრიგის დასამყარებლად. გთხოვთ, ეს გაიგოთ. ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი უბრალოდ არ ესმოდათ და გამოდის, გვატყუებდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – თქვა ლავროვმა.
უკრაინაში ომი, რასაც ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები „სამხედრო სპეცოპერაციას“ უწოდებენ, 24 თებერვალს დაიწყო.