weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების ქუჩა ეწოდება

17:31 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022
„პუტინო, ჰააგა გელოდება“, – წარწერა ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან „პუტინო, ჰააგა გელოდება“, – წარწერა ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან

ლიეტუვის დედაქალაქის მერის გაადაწყვეტილებით, ვილნიუსის იმ ქუჩას, სადაც ამჟამად რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების ქუჩა ეწოდება. ამის შესახებ მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა და საელჩოს სავიზიტო ბარათების შეცვლისკენ მოუწოდა.

„რუსეთის საელჩოვ, შეცვალეთ სავიზიტო ბარათები: უკრაინის გმირების ქუჩა 2. თარგმანში გეხმარებით: Улица Героев Украины 2. 

ყველას, ვინც საელჩოში წერილს გაგზავნის, მოუწევს იფიქროს რუსული აგრესიის მსხვერპლებსა და უკრაინის გმირებზე“, – წერს დედაქალაქის მერი.

რემიგიუს შიმაშიუსის თქმით, ლიეტუვას ფოსტა წერილებს საელჩოში არ მიიტანს, თუ მათზე ახალი მისამართი არ იქნება მითითებული.

მერის ინფორმაციით, საელჩოსთან მდებარე უსახელო ჩიხი სახელს ოფიციალურად მომდევნო კვირაში მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]