„უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოდიან. პირველები 16 ათასიდან მოდიან თავისუფლების დასაცავად, ჩვენთვის, ყველასათვის სიცოცხლის დასაცავად. დარწმუნებული ვარ ეს წარმატებული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღიურად სულ უფრო მეტ იარაღს იღებს პარტნიორებისგან.
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ 27 თებერვალს განაცხადა: „ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია ჩამოვიდეს და მხარი დაუჭიროს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – თქვა მან.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკრაინელების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.