weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინის თქმით, უკრაინაში მის მიერ დაწყებული „ოპერაცია“ გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს

23:11 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

„მინდა ვთქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრაფიკის მკაცრი დაცვით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ყველა დასმული ამოცანა სრულდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით.

პუტინმა 3 მარტს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან თათბირი გამართა. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები მოქმედებენ ის, როგორც ნამდვილი გმირები.

„24 თებერვალს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დასმული ამოცანების შესასრულებლად - დონბასში ჩვენი ხალხის დასაცავად, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები მოქმედებენ თამამად, ნამდვილი გმირების მსგავსად“, – განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მათ თქვა, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები „თავიანთი საქმის სიმართლის სრული გაცნობიერებით“ იბრძვიან.

პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, რომლის მიხანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“. უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა, რისთვისაც, აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი. სამხედრო აგრესიას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]