weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მოლაპარაკებების II რაუნდი: რუსეთი და უკრაინა ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმდნენ

23:49 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 3 მარტს შედგა. მხარეები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და მედიკამენტების მიწოდების მიზნით, ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

„სამწუხაროდ, უკრაინამ ჯერ ვერ მიიღო ის შედეგები, რომელიც სჭირდება. მიღებულია გადაწყვეტილებები მხოლოდ ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე პოდოლიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღის წესრიგში სამი საკითხი იყო: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ზავი და ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთება მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებებს „მნიშვნელოვანი პროგრესი“ უწოდა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ „საომარი მოქმედებების შესაძლო დროებით შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული დერეფნის სექტორში, სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანის პერიოდისთვის“. პოდოლიაკმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]