weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოდესის განადგურება უნდათ, მაგრამ შავი ზღვის ფსკერს ნახავენ, რადგან ფსკერი არიან – ზელენსკი

10:57 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა აღიარებაა იმისა, რომ მიწაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთეს.

„თავდაცვის ყველა ხაზი შენარჩუნებულია. მტერმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება ვერცერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე. განწირულები არიან. კიევმა გაუძლო მორიგ სარაკეტო დარტყმას. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ იმუშავა. ხერსონი, იზიუმი –  ყველა სხვა ქალაქისგან, რომელსაც ჰაერიდან დაესხნენ თავს, არაფერი მისცეს მათ. ჩერნიგოვი, სუმი, ნიკოლაევი თავს იცავენ.

მათ უნდათ ჩვენი ოდესის განადგურება, მაგრამ მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს ნახავენ, რადგან ფსკერი არიან.

რუსეთის სამიზნე გახდა მიძინების ტაძარი ხარკოვში. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ღირსშესანიშნაობა. ომის დროს ტაძარი ხარკოვის მკვიდრთა თავშესაფარი იყო, წმინდა ადგილი, ახლა კი ომით დაზიანებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტაძარი აღდგება: „მაშინაც კი, თუ დაანადგურებთ ყელა ჩვენს, უკრაინულ ტაძარსა და ეკლესიას – ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრგელ რწმენას უკრაინისა და ღმერთის მიმართ, რწმენას ხალხის მიმართ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]