weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა მეზობელ ქვეყნებს „ურჩია“ რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააწესონ

16:54 პარასკევი, 04 მარტი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს ურჩია, სიტუაცია არ გაამწვავონ და რუსეთის წინააღმდეგ რაიმე შეზღუდვა არ დააწესონ.  

„მინდა ხაზი გავუსვა და ამას ყოველთვის ვამბობდით, მეზობლების მიმართ არანაირი ცუდი განზრახვა არ გვაქვს და ვურჩევდი მათ, არ გაამწვავონ სიტუაცია, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების ყველა ქმედება ყოველთვის პასუხია რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულ ქმედებებზე. მისი მოწოდებაა, რომ მეზობელმა ქვეყნებმა იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და განვითარებაზე.

„მგონია, ყველა უნდა დაფიქრდეს ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურად თანამშრომლობასა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა ეს განცხადებები ახალ რუსულ ბორანზე სახელწოდებით – „მარშალი როკოსოვსკი“ რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაზე გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]