„მინდა ხაზი გავუსვა და ამას ყოველთვის ვამბობდით, მეზობლების მიმართ არანაირი ცუდი განზრახვა არ გვაქვს და ვურჩევდი მათ, არ გაამწვავონ სიტუაცია, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების ყველა ქმედება ყოველთვის პასუხია რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულ ქმედებებზე. მისი მოწოდებაა, რომ მეზობელმა ქვეყნებმა იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და განვითარებაზე.
„მგონია, ყველა უნდა დაფიქრდეს ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურად თანამშრომლობასა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ეს განცხადებები ახალ რუსულ ბორანზე სახელწოდებით – „მარშალი როკოსოვსკი“ რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაზე გააკეთა.