weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთს უკრაინაში უფრო მძიმე შეიარაღება შეაქვს – სტოლტენბერგი

20:38 პარასკევი, 04 მარტი 2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინაში, სავარაუდოდ, უარესი იქნება, რადგან რუსეთს უფრო მძიმე შეიარაღება შეაქვს და განაგრძობს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სტოლტენბერგმა ამის შესახებ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი ახორციელებს სასტიკ და არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რასაც ნატო და მთელი მსოფლიო გმობს. ეს არის ყველაზე საშინელი სამხედრო აგრესია ევროპაში ათწლეულების განმავლობაში - ალყაში მოქცეული ქალაქებით, დაბომბილი სკოლებით, საავადმყოფოებით და საცხოვრებელი შენობებით, ატომური ელექტროსადგურის გარშემო წუხანდელი უგუნური ქმედებებით. ბევრი სამოქალაქო პირი მოკლული და დაღუპულია.

მომავალი დღეები სავარაუდოდ უარესი იქნება. მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მძიმე შეიარაღებაა შეაქვს და გააგრძელებს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებდა უკრაინაში შეჭრას. სწორედ ამიტომ ნატოს მოკავშირეებმა დაუღალავი ძალისხმევა მიმართეს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად. ამავდროულად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან ძვირს უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესიისთვის. ამ ფასს რუსეთი ახლა იხდის.

ეს პრეზიდენტ პუტინის ომია, რომელიც მან აირჩია, დაგეგმა და იბრძვის მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი. გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან უპირობოდ და ჩაერთოს ნამდვილ დიპლომატიაში, ახლავე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]