weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზელენსკი ნატოს: ყველა ადამიანი, რომელიც დღეის შემდეგ დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც

10:43 შაბათი, 05 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატონს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც 4 მარტს გაიმართა და ჩრდილოატლანტიკური ალიანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინის ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ზელესნკის შეფასებით, გუშინ სუსტი და დაბნეული სამიტი შედგა. 

„სამიტი, სადაც გამოჩნდა, რომ ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ მიაჩნია ნომერ პირველ მიზნად. ნატოს ყველა წევრი ქვეყნის დაზვერვამ იცის მტრის გეგმის შესახებ. მათ დაადასტურეს, რომ რუსეთს უნდა შემოტევის გაგრძელება. 

ნატომ გაცნობიერებულად მიიღო გადაწყვეტილება, არ დახუროს უკრაინის ცა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, ვითომ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვა ნატოს წინააღმდეგ რუსეთის პირდაპირ აგრესიას გაუკეთებს პროვოცირებას. ეს თვითჰიპნოზია სუსტების, საკუთარ თავში დაურწმუნებლების. ყველა ადამიანი, რომელი დღევანდელი დღის შემდეგ დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის და შეუთანხმებლობის გამო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ცის დაკეტვის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და თქვა:

„ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეებს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამანგრეველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთზე და არც უკრაინის საჰაერო სივრცეში.

რა თქმა უნდა, აკრძალული საფრენი ზონის გაკეთების ერთადერთი გზაა ნატოს თვითმფრინავების, მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ამ აკრძალული ზონის დაწესება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით. გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც შეიძლება დასრულდეს ევროპაში სრულფასოვანი ომით, რომელიც მოიცავს ბევრ ქვეყანას და გამოიწვევს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვას.

ამიტომაც ვიღებთ ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას მძიმე სანქციების დაწესების, მნიშვნელოვანი მხარდაჭერის და მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ, მაგრამ ამავე კონფლიქტში ნატოს ძალების უშუალოდ არ ჩართვაზე, არც მიწაზე და არც მათ საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]