weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში მინიმუმ 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 19 ბავშვია – UN

11:54 შაბათი, 05 მარტი 2022
დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი ბოროდიანკას დასახლებაში, კიევის ოლქი, 2 მარტი / ფოტო: REUTERS/Maksim Levin დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი ბოროდიანკას დასახლებაში, კიევის ოლქი, 2 მარტი / ფოტო: REUTERS/Maksim Levin

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 331 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 19 ბავშვი დაიღუპა. სულ მცირე 675 სამოქალაქო პირი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) ავრცელებს.

გაეროს განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვეპლის რაოდენობა სავარაუდოდ უფრო დიდია. 

როგორც გაერო აცხადებს, მსხვერპლთა უმეტესობა დაიღუპა აფეთქებების დროს – მძიმე არტილერიის და სარაკეტო სისტემების საშუალებით განხორციელებული დაბომბვების, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანა 1 200 000 ადამიანმა დატოვა. ლტოლვილების ნახევარზე მეტმა თავი პოლონეთს შეაფარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]