უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, მათ მიერ განადგურებულია: 269 ერთეული ტანკი, 945 – ჯავშანტექნიკა; 105 – საარტილერიო სისტემა; 50 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 19 – საჰაერო-საზენიტო სისტემა; 39 – თვითმფრინავი; 40 – შვეულმფრენი; 409 – საავტომობილო ტექნიკა; 2 – მსუბუქი სწრაფი კატარღა; 60 – საწვავის ავზი; 3 – ოპერტიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.
გენშტაბი განმარტავს, რომ ეს მონაცემები ახლდება და დაანგარიშებას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
დღეს, 5 მარტს, განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მას არაფერი უთქვამს რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ. როგორც კონაშენკოვმა განაცხადა, ე.წ. სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, უკრაინული არმიის 2037 ობიექტი გაანადგურეს.