weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი სენატორი ჯარის დანაკარგებზე: „100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 გადარჩა“ 

14:39 შაბათი, 05 მარტი 2022

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრინაში გაგზავნეს წვევამდელები, რომლებსაც კონტრაქტზე ხელის მოწერა აიძულეს, ან მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი. მისივე თქმით, 100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა ცოცხალი.

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, ლუდმილა ნარუსოვამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა სიები (სახელები და გვარები) და იმ სამხედრო ქვედანაყოფების ნომრები, სადაც, მისი ინფორმაციით, წვევამდელები ირიცხებოდნენ. 

„გუშინ, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოიყვანეს ის წვევამდელები, რომელთაც ან აიძულებდნენ კონტრაქტზე ხელის მოწერას, ან მათ მაგივრად აწერდნენ ხელს. ამავდროულად, სავარაუდოდ 100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 დარჩა ცოცხალი. გუშინვე მივმართე სამხედრო უწყებას, რომელიც უარს ამბობს დაადასტუროს, ეს ინფორმაცია სანდოა თუ არა“, – განაცხადა ნარუსოვამ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვევამდელები არ მონაწილეობენ უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ – 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უწყების ცნობით, 498 რუსი ჯარისკაცი დაღუპული იყო, 1597 კი დაჭრილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე, რუსეთის არმიის დანაკარგმა 10 000 ჯარისკაცს გადააჭარბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]