მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია მოქცეული. რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შაბათს, 5 მარტს, ქალაქში ცეცხლი შეწყდებოდა და ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყობოდა, რომლის მეშვეობითაც მშვიდობიან მოსახლეობას გაიყვანდნენ. უკრაინულმა მხარემ რუსეთი პირობის დარღვევასა და დაბომბვის გაგრძელებაში დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში, ომის 8 დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების იარაღით 28 ბავშვი დაიღუპა და 64 დაშავდა.