weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის პატრიარქის თქმით, ომი იმიტომ დაიწყო, რომ დონბასში გეი-აღლუმები არ უნდათ

12:01 ორშაბათი, 07 მარტი 2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 6 მარტს, ქადაგებისას უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამოეხმაურა. პატრიარქ კირილის შეფასებით, დონბასში პოლიტიკური სიტუაცია გაუარესებულია, რაც პრაქტიკულად საომარი მოქმედებების დასაწყისია.

მოსკოვის პატრიარქი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გმობს უკრაინაში შეჭრას. ის ეთანხმება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივს და ამბობს, რომ დონბასში, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში, რომელთა დამოუკიდებლობა პუტინმა ომის დაწყების წინ აღიარა, 8 წლის განმავლობაში გენოციდი მიმდინარეობდა. 

„8 წელია არის მცდელობები გაანადგურონ ის, რაც დონბასში არსებობს. დონბასში კი არსებობს მიუღებლობა, პრინციპული მიუღებლობა იმ ე.წ. ღირებულებებისა, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ ისინი, ვისაც მსოფლიო ძალაუფლებაზე აქვს პრეტენზია. დღეს არის ამ ძალაუფლებისადმი ერთგულების ტესტი, ერთგვარი საშვი იმ „ბედნიერ“ სამყაროში, ჭარბი მოხმარების სამყაროში, ხილული „თავისუფლების“ სამყაროში. და იცით რა არის ეს ტესტი? ძალიან მარტივი ტესტია და ამავე დროს საშინელი – ეს გეი-აღლუმია. გეი-აღლუმის გამართვის მოთხოვნა არის ამ ძლევამოსილი სამყაროსადმი ერთგულების ტესტი და ჩვენ ვიცით, რომ თუ ხალხი ან ქვეყნები უარყოფენ ამ მოთხოვნას, მაშინ ისინი არ შედიან იმ სამყაროში, ისინი ხდებიან მისთვის უცხო“, – განაცხადა კირილმა.

რუსეთის პატრიარქის თქმით, იმას, რაც დღეს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ხდება, არ აქვს მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ საუბარია უფრო მნიშვნელოვან რამეზე, ვიდრე პოლიტიკაა. კირილის თქმით, „საუბარია ადამიანურ გადარჩენაზე, იმაზე, თუ სად იქნება კაცობრიობა, ღმერთის რომელ მხარეს – მარჯვნივ თუ მარცხნივ“. რუსეთის პატრიარქის განცხადებით, დღეს რეალური ომი ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს.

„ვინ ესხმის თავს ახლა უკრაინას, სადაც დონბასში 8 წლია მიმდინარეობს ხალხის დევნა და განადგურება?“, – იკითხა პატრიარქმა, თუმცა შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. 

„წამების 8 წელი და მთელი მსოფლიო დუმს – რას ნიშნავს ეს? მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ძმები და დები მართლაც იტანჯებიან, უფრო მეტიც, შეიძლება დაიტანჯნენ ეკლესიისადმი ერთგულების გამო. ჩვენ არ შეგვიძია მათ გვერდით არ ვიყოთ – პირველ რიგში, ლოცვით“, – განაცხდა კირილმა. 

რუსეთის პატრირქმა თავის მრევლს უთხრა, რომ ახლა „შეაბიჯეს ბრძოლაში, რომელსაც აქვს არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]