weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია დაამტკიცა

15:59 ორშაბათი, 07 მარტი 2022

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებმაც რუსეთის, რუსული კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ არამეგობრული ქმედებები“ ჩაიდინეს. ეს პასუხია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

სიაში მოხვდნენ: უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეტი, შვეიცარია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ავსტრალია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ანდორა, გიბრალტარი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან მარინო, სინგაპური, ტაივანი, მონტენეგრო, იაპონია.

მთავრობის ბრძანების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც უცხოური კრედიტორების მიმართ უცხოურ ვალუტაში აღებული ვალდებულებები აქვთ, მათ რუბლებში გადახდას შეძლებენ. გარდა ამისა, რუსული ფირმების ყველა გარიგებას სიაში შემავალი სახელმწიფოების მოქალაქეებთან და კომპანიებთან უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისია დაამტკიცებს. ეს ახალი დროებითი რეგულაცია ვრცელდება გადასახდელებზე, რომლის რაოდენობა თვეში 10 მილიონ რუბლს აღემატება. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას არამეგობრული ქვეყნების სიის შედგენა 5 მარტს დაავალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]