weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება 

17:09 ორშაბათი, 07 მარტი 2022
ფოტოზე -  კულება, ჩავუშოღლუ, ლავროვი ფოტოზე - კულება, ჩავუშოღლუ, ლავროვი

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ამის შესაძლებლობა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის დაწყებამდე იქნება.

„თურქეთის ლიდრების ინიციატივით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ველზე იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, დმიტრო კულებას შეხვედრა“, – ციტირებს ზახაროვას კომენტარს რუსული მედია.

შეხვედრაში მონაწილეობას თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც მიიღებს.

„ამის თაობაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

თურქული გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კულებასა და ლავროვის შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, ხუთშაბათს, 10 მარტს შედგება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა გარდამტეხი მოვლენა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა განაგრძობს ძალისხმევას ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი 11-13 მარტს უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]