უფრო ადრე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინებოდა, რომ განადგურებული სახლების ნანგრევებში 9 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოები კიდევ გრძელდება.
როგორც გერაშენკომ განაცხადა, საცხოვრებელ სახლებს 500-კილოგრამიანი ბომბები დაუშინეს. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი არა მხოლოდ რუსების, არამედ იმ ევროპელი პოლიტიკოსებსა და სტრატეგების სინდისზეა, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ცის დახურვის ან ქვეყნისთვის ძლიერი საზენიტო რაკეტების მიწოდების თაობაზე.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“.
უკრაინული მხარის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, რუსეთმა დაახლოებით 12 000 სამხედრო და ასობით საბრძოლო ტექნიკა დაკარგა.
რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2 მარტს გაავრცელა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაიღუპა 498 რუსი სამხედრო, 1597 კი დაჭრილი იყო.