weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის ხელისუფლების მიერ დახურული „ეხო მოსკვის“ სიხშირეზე Sputnik-ი გავა

16:54 სამშაბათი, 08 მარტი 2022

რუსეთის ხელისუფლების მიერ გაუქმებული რადიო „ეხო მოსკვის“ სიხშირეზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Sputnik-ის რადიო იმაუწყებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახემწიფო ტელეარხი Russia Today (RT) ავრცელებს.

„გასწორდა ისტორიული უსამართლობა, რომ რუსეთის ყველაზე ციტირებად რადიოსადგურს ამ დრომდე არ ჰქონდა FM-სიხშირე. მოსკოვში, პეტერბურგში და სხვა ქალაქებში FM სიხშირეზე გასვლა ლოგიკური ნაბიჯია“, – განაცხადა RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. 

Sputnik-ი ეთერში 9 მარტს გავა. RT-ის ინფორმაციით, პირველივე დღეს მსმენელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას მოუსმენს. 

რადიო „ეხო მოსკვიმ“, რომელიც 1990 წლიდან მუშაობდა, მაუწყებლობა 2022 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გაშუქების გამო შეწყვიტა. 1 მარტის საღამოს რადიოსადგური ეთერიდან გათიშეს. მისი ვებ-გვერდი „როსკომნადზორმა“ პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკა იმ საბაბით, რომ რადიო ე.წ. ფეიკებს ავრცელებდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ. გარდა იმისა, რომ „ეხო მოსკვი“ ეთერიდან გათიშეს, YouTube-ზე მუშაობაც აუკრძალეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]