ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთი რამ ისტორიაში ბევრჯერ მოხდა და ყოველთვის ძალიან ცუდად სრულდებოდა.
„მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფოსთვის სრულდებოდა ისე, რომ შემდეგ სრცხვენოდათ, რომ დაიწყეს სამყაროს გაწმენდა ამა თუ იმ ერისგან და ზოგიერთ სახელმწიფოს სრცხვენოდა იმის გამო, რომ ამ საშინელ სისხლიან გზაზე სხვა ერს არ იცავდნენ.
იგივე მოხდა 40%-იან წლებში, ნაცისტური გერმანია ებრაელი ერის დენაციფიკაციას ახორციელებდა. ახლაც იგივე ხდება. უბრალოდ არ ვიცოდი, რომ თანამედროვე სამყაროში ასე შეიძლება ხდებოდეს, რომ ადამიანმა, რომელმაც დენაციფიკაცია გამოაცხადა, რაიმე მხარდაჭერა მიიღოს ამის გამო. ეს სწორედ რომ ერის წინაშე დანაშაულია, რადგან „დენაციფიკაციის“ თქმა და შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა – ეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალში მსოფლიო აღიარებს, რომ ეს უკრაინელი ერის განადგურება იყო.
შეკითხვას, რატომ თქვა, უარი უკრაინის დატოვებაზე, როდესაც მისი სიცოცხლისთვის საფრთხის გამო ეს შესთავაზეს, ზელენსიმ უპასუხა:
„როგორ შეიძლება ასე მოვიქცე? მე ვარ მოქალაქე ამ სახელმწიფოსი, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. რომ დამეტოვებინა, ამით დავასრულებდი საკუთარ სიცოცხლეს. ცოცხალი ვიქნებოდი, მაგრამ აღარ ვიქნებოდი ადამიანი. უბრალოდ სხეული ვიქნებოდი, საკუთარ თავს პატივს აღარ ვცემდი. ყველაზე საშინელი კი ის არის, თუ რას ვეტყოდი საკუთარ შვილებს. ვინ ვარ მე? ისე მოვიქეცი როგორც პრეზიდენტი? როგორც კონსტიტუციის გარანტი? კონსტიტუციის გარანტი – ეს უბრალოდ სიტყვათშეთანხმება არ არის. მე საკუთარი ხალხის გარანტი ვარ, ამიტომ საჭიროა ერთად ვიყოთ, ერთად დავიცვათ თავი. ამიტომ ვარ აქ. ვეხმარები და მხარს ვუჭერ ჩემს სახელმწიფოს ისე, როგორც შემიძლია. მხარს ვუჭერ და ვამაყობ ჩემი სამხედროებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“.